"ტაოპრივატბანკი" ბორჯომში ახალ სერვის–ცენტრს გახსნის. როგორც რადიო კომერსანტს ბანკში განუმარტეს, ფილიალების ფართო ქსელის ჩამოყალიბებით “ტაოპრივატბანკი” რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების, მეწარმეებისა და ფერმერებისათვის ახალი ბიზნესის დაწყებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას გეგმავს.
უკრაინის საბანკო სივრცის ლიდერი ბანკი “პრივატბანკი” საქართველოში 2007 წლის მაისში შემოვიდა. ამ დროისათვის კი ქართულ საბანკო სივრცეში “ტაოპრივატბანკი” 65 ფილიალითა და 209 ბანკომატით არის წარმოდგენილი.
|