„თიბისი ბანკმა“ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნა. ამის შესახებ განცხადება "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ დღეს გააკეთა. მისი თქმით, ბანკი საკრედიტო ბაზარზე აქტიურობას აძლიერებს და სესხებზე პროცენტების მკვეთრად დაწევასთან ერთად სესხების პირობების გამარტივებაც დაიწყო.
როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, ბანკმა ასეთი გადაწყვეტილება ეკონომიკური გარემოს გაუმჯოსებსებიდან გამომდინარე მიიღო. სამომხმარებლო სესხით სარგებლობა მომხმარებელს წლიური 21-27 პროცენტით შეეძლება, იპოთეკური სესხს ბანკი 14,9 დან 19,9 პროცენტში გასცემს, ავტოგანვადება 20 პროცენტიანი ნიშნულით იქნება შესაძლებელი.
რადიო "კომერსანტი",
|