ბანკმა ვეტებემ" 2,5–დან 10 მლნ. აშშ დოლარამდე გაზარდა ლიმიტი დოკუმენტური ოპერაციების (აკრედიტივები, გარანტიები) განსახორციელებლად. ინდივიდუალური ოპერაციების ვადა განისაზღვრა შემდეგნაირად: 4 მლნ. აშშ დოლარამდე – 36 თვე, 6 მლნ. აშშ დოლარამდე – 18 თვე. დაფინანსების ტარიფები დამოკიდებულია კლიენტების მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ ექსპორტ–იმპორტის პროექტებზე.
ამვდროულად, 16 ოქტომბერს ვითიბი ბანკმა ბათუმის მოსახლეობისათვის განახლებული ფილიალი გახსნა. ბანკი ქალაქის ძველ უბანში, ისტორიულ ადგილზე მდებარეობს. ფილიალის გახსნას ესწრებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - ლევან ვარშალომიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – გიორგი ქადაგიძე და ვითიბი ბანკის მენეჯმენტი.
განახლებული ფილიალი მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. ვითიბი ბანკის მენეჯმენტის განცხადებით: აჭარის რეგიონში ვითიბი ბანკი გეგმავს კორპორატიული ბიზნესის განვითარებას, რაც ასევე არ გამორიცხავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ფიზიკური პირების მომსახურებას. უახლოეს მომავალში ბანკი დიდ ფილიალს კორპორატიული კლიენტებისთვის თბილისშიც გახსნის.
სულ საქართველოს მაშტაბით ვითიბი ბანკი წარმოდგენილია 22 გაყიდვის წერტილით.
|