26 მაისს დაგეგმილ დავით ყიფიანის თასის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით ვითიბი ბანკმა დიღმის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.
საქველმოქმედო აქცია 25 მაისს დიღმის ბავშვთა სახლში დაიწყო, რომელსაც ვითიბი ბანკის წარმოადგენლები და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ფეხბურთელები ეწვივნენ. ფეხბურთელებმა და ბანკის წარმომდგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სათამაშო - სპორტულ ინვენტარი და სპორტული ფორმები გადასცეს საჩუქრად. დინამოს წამყვანმა ფეხბურთელებმა ბავშვებთან ერთად ფეხბურთიც ითამაშეს და მცირე მასტერ კლასიც ჩაუტარეს. სამახსოვროდ ერთერთი საფეხბურთო ბურთი, ბავშვებს დინამოელების ავტოგრაფებით გადაეცათ.
26 მაისს დიღმის ბავშთა სახლის აღსაზრდელები ვითიბი ბანკის მიწვევით დავით ყიფიანის თასის ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ და ასევე მონაწილე ორივე გუნდს მოედანზე სწორედ ისინი გამოყვნენ. ამისთვის ბავშვებისთვის სპეციალური საფეხბურთო ფორმები შეიკერა და მათ საჩუქრად გადაეცათ.
ცნობისათვის: ვითიბი ბანკი საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისისა“ და საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალური სპონსორია.
|