„თიბისი ბანკი“ პარტნიორი ავტოკომპანიების ქსელს აფართოვებს. ბანკი საზღვარგარეთიდან ავტომობილების ჩამოყვანის მსურველებს განვადების სერვისს უკვე ,,კავკასიის ავტო იმპორტშიც’’ სთავაზობს.
სტანდარტული ავტოგანვადებისათვის მაქსიმალური თანხა 50 ათასი დოლარია, რომელსაც მომხმარებელი წლიური 18%–იანი განაკვეთით მიიღებს.
სესხის ხანგრძლივობა 10 წელია. „თიბისი ბანკის“ ავტოგანვადებით სარგებლობა „იბერია ბიზნეს ჯგუფში“ და „ჰიუნდაი ავტო საქართველოშიც“ შეუძლიათ.
|