საქართველოში მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით, მიმოქცევაში სულ 2 995 639 საბანკო საკრედიტო პლასტიკური ბარათია , რაც მაისის მონაცემთან შედარებით, 514 316 ბარათით მეტია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემი შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით, 305 936 ბარათით მეტია.
2010 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების საერთო მოცულობიდან 2 415 573 ცალი Visa-ს ტიპის პლასტიკური ბარათია, 531 162 ცალი EuroCard/MasterCard, ხოლო 48 904 სხვა ტიპის ბარათი.
„ინტერპრესნიუსი“
|