"საქართველოს ბანკს" American Express-თან ერთად ბაზარზე ახალი American Express BLUE CARD საკრედიტო ბარათი გამოაქვს. აღნიშნულ საკითხზე დღეს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა და „ამერიკან ექსპრესის“ გლობალური ქსელის მომსახურების ვიცე პრეზიდენტმა ალექს ფურბერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ბარათის აღება შეუძლია კლიენტს, რომელსაც აქვს მინინუმ 400 ლარიანი სტაბილური შემოსავალი. გაცემული მაქსიმალური თანხაა კი 2 000 ლარია.
American Express Blue Card-ის მფლობელები მიიღებენ 1% CASHBACK-ს (დახარჯული თანხის %-ის დაბრუნება) ყველა შენაძენზე და 0.5% CASHBACK-ს ბანკომატით ჩატარებულ ტრანზაქციებზე, ასევე შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ უფრო მაღალი CASHBACK-ი რჩეულ სავაჭრო ობიექტებში.
American Express Blue Card-ის მფლობელები 55 დღიანი უპროცენტო კრედიტით ისარგებლებენ საყიდლებსა და ნაღდი ფულის გამოტანისას. ბარათის ღირებულებაა 25 ლარი. „საქართველოს ბანკმა“ American Express-თან ერთად საკრედიტო ბარათი პირველად 2009 წლის ნომერეში გამოუშვა.
რადიო "კომერსანტი", FM 95.5 |