abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
საბანკო საქმის მასტერკლასი
Masterklass in Banking
 
Tel: 93 43 76


  

  





 

 





















TOP.GE

    

მიმდინარე ვაკანსიები არის გამოცხადებული შემდეგ ბანკებში: საქართველოს ბანკში, ბანკ რესპუბლიკაში, ბანკ კონსტანტაში, თი ბი სი ბანკში, პროკრედიტბანკში, ლიბერთი ბანკში, ვი-თი-ბი ბანკში, პროკრედიტბანკში, ბაზის ბანკში, ტაო პრივატბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალში,  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფონდ კრედოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკროკრედიტში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ რუბრიკაში-ვაკანსიები

გახდება თუ არა ტურიზმი საქართველოს შემოსავლების მთავარი წყარო?

გახდება თუ არა ტურიზმი საქართველოს შემოსავლის მთავარი წყარო? ამ შინაარსის განცხადება ყვარლის ახლადგახსნილ დასასვენებელ კომპლექსში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა გააკეთა. „ჩვენ ვცვლით გეოგრაფიას, ვქმნით ახალ ტურისტულ ცენტრებს, რადგან ტურიზმი ჩვენი შემოსავლის მთავარი წყარო უნდა გახდეს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ფარავნის ტბაზე უმაღლესი დონის გასართობ-დასასვნებელი კომპლექსი მოეწყობა. რამდენიმე დღეში ფარავანზე უკვე მშენებლებსაც აიყვანენ. პრეზიდენტის განცხადებითვე, განახლების სამუშაოები მიმდინარეობს მესტიასა და ანაკლიაშიც.

პრეზიდენტს ტურისტული კომპანიების ნაწილიც ეთანხმება. უმსხვილეს ტურისტულ კომპანია „ენ ტურში“ აცხადებენ, რომ ტურიზმი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რისი განვითარების პოტენციალიც დღეს ქვეყანას აქვს. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ტურიზმის განვითარება უწყვეტი პროცესია. მისივე განცხადებით, იმ დონის კურორტების განვითარებას, როგორიც მაგალითისთვის, ნიცაა, ათწლეულები სჭირდება, თუმცა რეგიონალურ დონეზე საქართველოს ლიდერის პოზიციის დაკავება ძალიან მალე შეუძლია. გიორგი შენგელია ამბობს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ნება მთავრობის მხრიდან უკვე არსებობს, მთავარია, ტურიზმის ხელშეწყობისათვის საკანონმდებლო მხარეებიც მოგვარდეს. 
 
საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის აზრით, 
თუ ჩვენ გვსურს გავხდეთ წამყვანი ტურისტული ცენტრების სერიოზული ალტერნატივა და კონკურენტი, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი წამყვანი ფუნქცია საბანკო სექტორს ექნება.

თანამედროვე ტურიზმი მომსახურების შესაბამის დონეს გულისხმობს. ტურიზმს საბანკო სექტორის განვითარების თვალსაზრისითაც არანაკლები მნიშვნელობა ექნება. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში საბანკო სექტორის მაღალი ჩართულობა თანაბრად წაადგება ქვეყნის წამყვან ტურისტულ ცენტრებად გადაქცევასაც და თავის მხრივ საბანკო სექტორის შემდგომ განვითარებასაც. ბანკებს საშუალება ექნებათ მნიშვნელოვნად გაზარდონ კლიენტურის ბაზა და მიიღონ დამატებითი შემოსავლები საბანკო მომსახურების გაზრდის შედეგად ანუ გასცენ სესხები სასტუროებისა და სხვა ტურისტული ინფარსტრუქტურის დასაფინანსებლად და მოემსახურონ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს. .
 
 

21.07.2010 20:44

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33
ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01
თბილისის მერიასა და ბაზისბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა
27.04.2010 15:55
“სოსიეტე ჟენერალი” ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის
19.11.2009 11:55
„ბაზის ბანკი-ს“ „სასარგებლო იპოთეკა“ წარმატებით სარგებლობს
19.11.2009 11:53
"ბანკმა ვეტებემ" გაზარდა დოკუმენტურ ოპერაციებზე ლიმიტი.
05.11.2009 17:43
`"თიბისი ბანკმა" საპროცენტო განაკვეთები ომამდელ ნიშნულს დაუბრუნა
23.10.2009 17:29
HSBC ფიზიკური პირების დაკრედიტებას განაახლებს
16.10.2009 12:22
"ტაოპრივატბანკი" ბორჯომში სერვის–ცენტრს ხსნის
16.10.2009 12:19
User
Password
   
 
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33

„თიბისი ბანკი“ პარტნიორი ავტოკომპანიების ქსელს აფართოვებს.

ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01

26 მაისს დაგეგმილ დავით ყიფიანის თასის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით ვითიბი ბანკმა დიღმის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

თბილისის მერიასა და ბაზისბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა
27.04.2010 15:55
ბაზისბანკი ჩაერთო თბილისის მერიის  პროექტში „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“.
“სოსიეტე ჟენერალი” ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის
19.11.2009 11:55

მსოფლიო საბანკო ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე “სოსიეტე ჟენერალი” დღეს ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის

„ბაზის ბანკი-ს“ „სასარგებლო იპოთეკა“ წარმატებით სარგებლობს
19.11.2009 11:53

„ბაზის ბანკს“  ახალი პროდუქტის, „სასარგებლო იპოთეკის“ გამოშვების შემდეგ მოთხოვნა გაეზარდა.

"ბანკმა ვეტებემ" გაზარდა დოკუმენტურ ოპერაციებზე ლიმიტი.
05.11.2009 17:43
"ბანკმა ვეტებემ" 2,5–დან 10 მლნ. აშშ დოლარამდე გაზარდა ლიმიტი დოკუმენტური ოპერაციების (აკრედიტივები, გარანტიები) განსახორციელებლად.
`"თიბისი ბანკმა" საპროცენტო განაკვეთები ომამდელ ნიშნულს დაუბრუნა
23.10.2009 17:29

ბანკი საკრედიტო ბაზარზე აქტიურობას აძლიერებს და სესხებზე პროცენტების მკვეთრად დაწევასთან ერთად სესხების პირობების გამარტივებაც დაიწყო.

HSBC ფიზიკური პირების დაკრედიტებას განაახლებს
16.10.2009 12:22

უმსხვილესი ბრიტანული ბანკის “ეიჩ ეს ბისის” ქართულმა შვილობილმა ბანკმა გადაწყვიტა, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა განაახლოს.

"ტაოპრივატბანკი" ბორჯომში სერვის–ცენტრს ხსნის
16.10.2009 12:19

უკრაინის საბანკო სივრცის ლიდერი ბანკი “პრივატბანკი” საქართველოში 2007 წლის მაისში შემოვიდა

 1  2  3  4  5  6  7  8  9  >> >>>