abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
საბანკო საქმის მასტერკლასი
Masterklass in Banking
 
Tel: 93 43 76


  

  





 

 





















TOP.GE

    

მიმდინარე ვაკანსიები არის გამოცხადებული შემდეგ ბანკებში: საქართველოს ბანკში, ბანკ რესპუბლიკაში, ბანკ კონსტანტაში, თი ბი სი ბანკში, პროკრედიტბანკში, ლიბერთი ბანკში, ვი-თი-ბი ბანკში, პროკრედიტბანკში, ბაზის ბანკში, ტაო პრივატბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალში,  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფონდ კრედოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკროკრედიტში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ რუბრიკაში-ვაკანსიები

საბანკო სექტორი ზედიზედ მეოთხე თვეს მოგებით ასრულებს

საქართველოს საბანკო სექტორი ზედიზედ მეოთხე თვეს მოგებით ასრულებს. მომგებიანი მარტის, აპრილის  და მაისის  შემდეგ კომერციული ბანკების საერთო მოგება ივნისში თითქმის 9 მილიონით გაიზარდა და 37  მილიონ ლარს გადააჭარბა. 

ამის პარალელურად ივნისში რეკორდულად,  თითქმის 17 მილიონით შემცირდა  ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა და 201 მილიონ 136  ათასი ლარი შეადგინა. საბანკო სექტორში მდგომარეობის გაუმჯობესება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ჯერ კიდევ გასულ კვირაში დაადასტურა.

სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, საბანკო სექტორში გაიზარდა სესხების გაცემა და დეპოზიტები. ამიტომ  Fitch–ი აპირებს ქართული ბანკების რეიტინგი გაუმჯობესებისკენ შეცვალოს. ინფორმაციისთვის: 2009 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა 65 მილიონიანი ზარალით დაამთავრა.

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით,  საბანკო სექტორის მოგების ზრდა მოსალოდნელი იყო.

"ამის პროგნოზირების საშუალებას საბანკო სისტემის მიერ გასული წლის მეორე ნახევრის ფინანსური შედეგებიც იძლეოდა და არა მხოლოდ მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აპრილ-მაისში მოგების მაჩვენებლის შეუქცევადი ხასიათი, რომლის მიხედვითაც 2010 წლის პირველი ორი თვის ზარალის შემდეგ, რომელიც თებერვალში 1.6 მლნ ლარით განისაზღვრა, მარტში მოგების მაჩვენებლმა უკვე 15, 3 მლნ ლარი შეადგინა. აპრილ-მაისში კი მისი  მაჩვენებელი 28,7 მლნ ლარამდე ავიდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იანვარ-თებერვალში წმინდა ზარალზე გასვლისა, სისტემის საბალანსო მოგება ანუ მოგება გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და გადასახადების გადახდამდე  4.9 მლნ ლარი იყო.

ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე სებ-ის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციების პრეზენტაციისას გაკეთდა პირველი შეფასებები კრიზისული პერიოდის ყველაზე რთული ეტაპის დასრულების შესახებ. ეს გარემოება უკვე იძლეოდა მიმდინარე წელს სისტემის მოგებზე გასვლის დიდ ალბათობას. ამ საკითხში საბანკო ასოციაციის პოზიცია მთლიანად თანხვედრი აღმოჩნდა ეროვნული ბანკის პოზიციისა. გასული წლის ნოემბრის თვეში ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ კრიზისის დაძლევის რეალურ შედეგებს უკვე 2010  წლის გაზაფხულზე უფრო თვალნათლივ დავინახავდით, რაც რეალურად ახდა კიდეც. მართალია, საბანკო სექტორმა გასული წელი  ზარალით დაასრულა, მაგრამ თავად სისტემას ლიკვიდობის კრიზისი არ ჰქონია. აქვე მსურს დავიმოწმო Fitchrating-ის მთავარი მენეჯერის ჯეიმს ვატსონის ამ დღეებში გაკეთებული შეფასება, რომლის მიხედვითაც -  “ქართულმა საბანკო სექტორმა კრიზისი საკმაოდ კარგად გადაიტანა. ქართული ბანკები კრიზისიდან საკმაოდ მაღალი კაპიტალით გამოვიდნენ და ამ დროისთვის მთლიანად სექტორის მდგომარეობას სტაბილურად ვაფასებთ”.

ცალკეული ექსპერტების მხრიდან გარკვეული პესიმიზმი დაკავშირებული იყო სისტემის შედარებით ნაკლებ საკრედიტო აქტივობასთან, როგორც 2009 წლის განმავლობაში, ასევე  2010 წლის დასაწყისში. ამ პერიოდში შენელებული საკრედიტო აქტივობასთან ერთად სისტემაზე სერიოზულად ზემოქმედებდა ვადაგადაცილებული სესხების ზრდაც. 

 მიმაჩნია, რომ განვლილ პერიოდში ეროვნული ბანკის პოზიცია სავსებით სწორი იყო, როდესაც ერთის მხრივ, სებ-ი არ ზრდიდა მონეტარულ საპროცენტო განაკვეთს და მეორეს მხრივ უნდა ავღნიშნო თავად სებ-ის პრეზიდენტის პოზიცია, როდესაც მან ბანკებს საკრედიტო პოლიტიკის გააქტიურებისაკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

ეს პოზიცია თანხვედრი იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციისა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ პრობლემურ სესხებზე აქცენტების გადატანა, აქტიური საკრედიტო პოლიტიკის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მოგვცემდა".

ცნობისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით:  კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 1.7 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მლრდ ლარს მიაღწია. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 5.0 პროცენტით, ანუ 68.3 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 0.6 პროცენტით, ანუ 23.0 მლნ ლარით.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2010 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 662.5 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.1 პროცენტით ანუ 25.9 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.6 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.0 პროცენტით ანუ 24.5 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.4 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.2 პროცენტით ანუ 17.9 მლნ ლარით გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 23.7 პროცენტს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 ივნისისათვის 765.5 მლნ ლარით განისაზღვრა (2.3 პროცენტით ანუ 16.9 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.0 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 356.7 მლნ ლარია (3.6 პროცენტით ანუ 12.6 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 81.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2010 წლის მაისის განმავლობაში  1.9 პროცენტით ანუ 38.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 ივნისისათვის  2.1 მლრდ ლარს მიაღწია.

22.07.2010 17:29

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33
ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01
თბილისის მერიასა და ბაზისბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა
27.04.2010 15:55
“სოსიეტე ჟენერალი” ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის
19.11.2009 11:55
„ბაზის ბანკი-ს“ „სასარგებლო იპოთეკა“ წარმატებით სარგებლობს
19.11.2009 11:53
"ბანკმა ვეტებემ" გაზარდა დოკუმენტურ ოპერაციებზე ლიმიტი.
05.11.2009 17:43
`"თიბისი ბანკმა" საპროცენტო განაკვეთები ომამდელ ნიშნულს დაუბრუნა
23.10.2009 17:29
HSBC ფიზიკური პირების დაკრედიტებას განაახლებს
16.10.2009 12:22
"ტაოპრივატბანკი" ბორჯომში სერვის–ცენტრს ხსნის
16.10.2009 12:19
User
Password
   
 
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33

„თიბისი ბანკი“ პარტნიორი ავტოკომპანიების ქსელს აფართოვებს.

ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01

26 მაისს დაგეგმილ დავით ყიფიანის თასის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით ვითიბი ბანკმა დიღმის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

თბილისის მერიასა და ბაზისბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა
27.04.2010 15:55
ბაზისბანკი ჩაერთო თბილისის მერიის  პროექტში „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“.
“სოსიეტე ჟენერალი” ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის
19.11.2009 11:55

მსოფლიო საბანკო ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე “სოსიეტე ჟენერალი” დღეს ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის

„ბაზის ბანკი-ს“ „სასარგებლო იპოთეკა“ წარმატებით სარგებლობს
19.11.2009 11:53

„ბაზის ბანკს“  ახალი პროდუქტის, „სასარგებლო იპოთეკის“ გამოშვების შემდეგ მოთხოვნა გაეზარდა.

"ბანკმა ვეტებემ" გაზარდა დოკუმენტურ ოპერაციებზე ლიმიტი.
05.11.2009 17:43
"ბანკმა ვეტებემ" 2,5–დან 10 მლნ. აშშ დოლარამდე გაზარდა ლიმიტი დოკუმენტური ოპერაციების (აკრედიტივები, გარანტიები) განსახორციელებლად.
`"თიბისი ბანკმა" საპროცენტო განაკვეთები ომამდელ ნიშნულს დაუბრუნა
23.10.2009 17:29

ბანკი საკრედიტო ბაზარზე აქტიურობას აძლიერებს და სესხებზე პროცენტების მკვეთრად დაწევასთან ერთად სესხების პირობების გამარტივებაც დაიწყო.

HSBC ფიზიკური პირების დაკრედიტებას განაახლებს
16.10.2009 12:22

უმსხვილესი ბრიტანული ბანკის “ეიჩ ეს ბისის” ქართულმა შვილობილმა ბანკმა გადაწყვიტა, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა განაახლოს.

"ტაოპრივატბანკი" ბორჯომში სერვის–ცენტრს ხსნის
16.10.2009 12:19

უკრაინის საბანკო სივრცის ლიდერი ბანკი “პრივატბანკი” საქართველოში 2007 წლის მაისში შემოვიდა

 1  2  3  4  5  6  7  8  9  >> >>>