საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა ბანკმა, საქართველოს ბანკმა, ამერიკან ექსპრესის ბარათების ახალი სერია გამოუშვა- blue card, რომელიც მომხმარებელს, მსოფლიო ს მრავალ პროდუქტთან დაკავშირებულ ბარათს, უამრავ სარგებელსა და მომსახურებას გვთავაზობს.
ბარათის მფლობელები მიიღებენ 1% cashback-ს (დახარჯული თანხის %-ის დაბრუნება) ყველა შენაძენზე და 0.5% cashback-ს ბანკომატით ჩატარებულ ტრანზაქციებზე, ასევე შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ უფრო მაღალი cashback-ი რჩეულ სავაჭრო ობიექტებში. cashback-ის საერთო მოცულობაზე ლიმიტი არ არსებობს.
ამ ბარათის მფლობელები ავტომატურად ერთვებიან American Express Selects პროგრამაში და სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებით და ფასდაკლებებით რესტორნების, სავაჭრო და დასვენების ობიექტებში, როგორც ადგილობრივად, ისე საქართველოს გარეთ.
“ახალ საკრედიტო ბარათს აქვს რამდენიმე თვისება, რომელიც მას უნიკალურად აქცევს. ბარათის ასაღებად, პიროვნების შემოსავალი 400 ლარზე უნდა აღემატებოდეს , რაც სხვა ამერიკან ექსპრესის ბარათებთან შედარებით ნაკლებია და ამასთანავე ითვალისწინებს cashback-ს 5 % მდე. უფრო მეტიც, ეს ბარათი გვთავაზობს მაღალ საკრედიტო ზღვარს და 55 დღიან უპროცენტო კრედიტს,” განაცხადა ირაკლი გილაურმა, საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.
საკრედიტო ბარათის ღირებულება ყოველწლიურად 25 ლარია. ამ ბარათით ტრანზაქცია შესაძლებელია 3000 სავაჭრო ობიექტში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ბარათს ფართო გამოყენება აქვს საქართველოს რესტორნებში, სასტუმროებსა და მაღაზიებში. მისი გამოყენება შეიძლება როგორც საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბანკომატში, ასევე 800000 მდე ბანკომატში მსოფლიო ს ნებისმიერ წერტილში.
საერთო ჯამში საქართველოს ბანკმა 15000 ამერიკან ექსპრეს ბარათი გაყიდა, საიდანაც 500 Gold, დანარჩენი კი Green ბარათები იყო. ბარათების გაყიდვებმა ივლისში 3000 ერთეულს მიაღწია.
“ბოლო თვეების განმავლობაში ბარათების გაყიდვები გაიზარდა და თვეში 3000 ერთეულს მიაღწია. Aemrican express Blue card-ის შემთხვევაში ვვარაუდობთ 50000 ერთეულის გაყიდვას 12 თვის განმავლობაში. უფრო მეტიც, წლის ბოლოსთვის 30000 ამერიკან ექსპრესს ბარათის გაყიდვაა მოსალოდნელი,” განაცხადა გილაურმა.
“საქართველოს ბანკის მიერ Blue card გაყიდვაში გაშვება, დაკავშირებულია ბანკის სურვილთან შექმნას მომხმარებელთა მოთხოვნილებებზე ორიენტირებული პროდუქტი. საქართველოს ბანკთან 2009 წლიდან ვთანამშრომლობთ და უკვე შექმნილია ორი სახის ბარათი, გოლდ და გრინ ქარდი,” აცხადებს ალექს ფარბერი, ამერიკან ექსპრესის ვიცე პრეზიდენტი.
“ბაზრის ევოლუციის თანმიმდევრულად შეინიშნება პროდუქციის ევოლუცია. ამ ბაზარზე კი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ვხედავთ. ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა საქართველოს ბანკთან ექსკლუზიური პარტნიორობა. ამ ბანკის ამოცანები სტრატეგიულად შეთანხმებულია, იგი ფოკუსირებულია მომხმარებელზე. ეს არის ძლიერი ბრენდი, რომელსაც მომხმარებლისგან უდიდესი ნდობა აქვს.” აღნიშნა ფარბერმა.
“ამერიკან ექსპრეს ბარათის პიპულარობა განპირობებულია მისი მოქნილობით, თანამედროვე დიზაინითა და მომხმარებელთა მოთხოვნილებებთან შესაბამისობით. გრინ და გოლდ ქარდის შემთხვევაში, მომხმარებელი აგროვებს ქულებს, რომლებიც შეუძლია საჩუქრების შესაძენად გამოიყენოს. ბლუ ქარდის შემთხვევაში მომხმარებელს თანხას უკან ვუბრუნებთ. ეს ბარათები პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიო ში.” განაცხადა გილაურმა.
გილაურის თქმით მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 2010 წლის ივლისისთვის 1,9 მილიარდი ლარი შეადგინა.
“უკვე რვა თვეა საკრედიტო პორტფელი იზრდება. მხოლოდ ივნისში 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სესხი გაიცა. დარწმუნებულები ვართ, რომ საკრედიტო პორტფელი გაიზრდება.” აცხადებს გილაური.
საქართველოს ბანკმა, ერთ-ერთმა წამყვანმა ბანკმა საქართველოში ახლახანს გამიჯნა აღმასრულებელი მმართველობა მისი სამეთვალყურეო საბჭოსგან.
“ახალი სისტემა თანამედროვე სტადნარტის მმართველობაა, რომელიც უზრუნველოყოფს უკეთეს ადმინისტრირებასა და მენეჯმენტის კონტროლს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. ამჯამად დასავლეთის ქვეყნებსა და ამერიკაში ასეტი ტიპის მმართველობის დამკვიდრების ტენდენციაა,” განაცხადა გიორგი ჭილაძემ, საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწემ.
“ცვლილებები კორპორაციულ მმართვლეობაში გავლენას არ იქონიებს ბანკის პოლიტიკა ზე.
აღმასრულებელი მმართველობის სამეთვალყურეო საბჭოსგან
გამოყოფის გადაწყვეტილება ბოლო წლის განმავლობაში მივიღეთ.
ასევე შეიცვალა სამეთვალყურეო საბჭოს მენეჯმენტიც. მას ნიკოლოზ ენუქიძის მაგივრად, რომელიც 4 წლის განმავლობაში იყო აღნიშნულ პოსტზე, ნეილ ჟანინი ხელმძღვანელობს. ჭილაძის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებები ენუქიძის სტრატეგიის ნაწილი იყო.
კანადელი ნეილ ჟანინი, საქართველოს ბანკში მოსვლამდე, Mckisney & Company-ს დირექტორი იყო პარიზში. ის ამ ფირმას 1982 წლიდან შეუერთდა.
Mckisney & Company-ში მისი 27 წლიანი კარიერის განმავლობაში , ის აგრძელებდა მოღვაწეობას გაყიდვების, მენეჯმენტის, კორპორაციული ბანკირების განხრით. მისი ნაშრომები მოიცავდა სტრატეგიის, ორგანიზაციისა და მართვის ფუნქციებს.. მან პრაქტიკა გაიარა ევროპაში, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში.
Mckisneyში მისვლამდე ჟანინი chase manhattan ბანკში მუშაობდა, ნიუ იორკსა და პარიზში. ასევე procter & Gamble-ში ტორონტოში. ჟანინს აქვს MBA ხარისხი ნიუ იორკის უნივერსიტეტიდან და საპატიო ბაკალვრის ხარისხი ეკონომიკასა და გამოთვლით მეცნიერებებში McGill უნიივერსიტეტიდან.
The FINANCIAL |