abg.org.ge

  

 უკრაინის საბანკო საზოგადოების განცხადება, Ukrainian bankers appeal
for support 
to foreign colleagues

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 





  





 

 






















  


  TOP.GE

 

დღეისათვის მიმდინარე ვაკანსიები გამოცხადებულია  კომერციულ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში, დეტალურად იხილეთ იხილეთ ვაკანსიების დირექტორიაში
"საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი" მენეჯმენტში და სერვის-ორგანიზაციების მარკეტინგში ტრენინგებს გამართავს.

საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი (GBTC) აქტიურად მოქმედებს რა ლოკალური და საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების მიმართულებით. აგრძელებს 2010 წლის ტრეინინგების პილოტურ პროგრამას წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ტრენერების მონაწილეობით. ამჯერად მსმენელებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ”მენეჯერული აზროვნებისა და ორგანიზაციული ქცევის” - მულტიფაქტორული მიდგომის პრინციპებს და სერვის-ორგანიზაციების მარკეტინგს მომხმარებლისთვის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მისაღწევად. ტრენინგების თემატიკა თავსებადია როგორც საკრედიტო დაწესებულებების, ასევე არასაბანკო დაწესებულებების მენეჯერებისათვის.

"საქართველოს საბანკო ტრენინგ-ცენტრი" ჩამოყალიბდა საქართველოს ბანკების ასოციაციისა და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის(SME-Project) ფინანსური ხელშეწყობით, საბერძნეთის საბანკო ასოციაციასთან(HBA) ერთობლივად. საბანკო ტრენინგ ცენტრის უმთავრესი ამოცანაა გამოეხმაუროს საბანკო სექტორში არსებულ მოთხოვნებს და მოახდინოს ბანკის თანამშრომლების გადამზადება უახლესი სტანდარტების ტრენინგ პროგრამებით, რომლებიც ევროპაში ფართოდ აპრობირებულია. საბანკო ტრენინგ ცენტრი საქართველოში პირველი სპეციალიზირებული საბანკო სწავლების ცენტრია და გამორჩეულიც თავისი სწავლების სტილით, კვალიფიციური ლექტორებითა და თანამედროვე სტანდარტებით. ცენტრის უმთავრესი მისიაა მოემსახუროს საბანკო სექტორში მომუშავე პერსონალს, თუმცა მალევე ყველა მსურველი (ეროვნული ბანკი, სადაზღვევო სექტორი, საპენსიო ფონდები და აშ.) შეძლებს ცენტრში ფინანსური ცოდნის გაღრმავებას.

საქართველოს საბანკჯო ტრენინგ ცენტრმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში კომერციული ბანკების წამყვანი მენეჯეერებისათვის უკვე განახორციელა ორი საერთაშორისო პილოტური პროგრამა- აქტივებისა და ვალდებულებების მართვა – Assets & Liability Management 20-22 სექტემბერს, ხოლო ტრენინგი "საბანკო მენეჯმენტის" თანამედროვე მოდულაციები, ბანკის მართვა სიმულაციური პროგრამით, 18-22 ოქტომბერს ჩატარდა.

საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია
77 Kostava Str. 0175 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 (32) 313225, Ext: 202
Fax.: +995 (32) 313226

 „მას ვისაც შეუძლია სხვა ადამიანების შეცნობა, არის ჭკვიანი ადამიანი, ხოლო მას ვისაც შეუძლია საკუთარი თავის შეცნობა არის ბრძენი .“ ლაო ძი

ტრენინგების მიზანია ”მენეჯერული აზროვნებისა და ორგანიზაციული ქცევის” - მულტიფაქტორული მიდგომის პრინციპებისა და სერვის-ორგანიზაციების მარკეტინგის სწავლებით განსაზღვროს და გაანალიზოს ადამიანური ქცევის კომპლექსური სტრუქტურა ორგანიზაციაში, თანამედროვე სერვის-ორგანიზაციების მარკეტინგის პროინციპები. ტრენინგის ფარგლებში განხილულია ისეთი საკითხები და კონცეფციები რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზაციულ ქცევასთან და შესრულებული სამუშაოს მართვასთან, მაგალითად: საკუთარი თავის შეცნობა და მენეჯმენტი, მოტივაცია, ლიდერობა, გუნდური დინამიკა, ძალაუფლება და ზეგავლენა, ორგანიზაციული ცვლილებები და ა.შ. თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ განვიხილავთ და გავაანალიზებთ თეორიებსა და მოდელებს რომლებიც გამოიყენება მოსალოდნელი ორგანიზაციული ქცევის აღწერისა და განსაზღვრისათვის, ასევე განვიხილავთ როგორც წარმატებულ ისევე წარუმატებელ ორგანიზაციულ ქცევებს და მათ გამომწვევ მიზეზებს.

სემინარი 3–5 ნოემბერი

სახელწოდება:  სერვის-ორგანიზაციების მარკეტინგი მომხმარებლისთვის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მისაღწევად

ინსტრუქტორი: ბუბა ლეჟავა. ბ-ნ ბუბა ლეჟავა გახლავთ კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი, მარკეტინგის სპეციალობის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის, გრენობლის უნივერსიტეტის ზემო-ავსტრიის ბიზნესის სკოლის პროფესორი. მან დაამთავრა თბლისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ბაკალავრის წოდებით, კავკასიის ბიზნეს სკოლა მაგისტრის წოდებით და წარატებით გაირა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგის სპეციალობის კურსები. მრავალი წლის მანძლიზე ბ-ნ ბუბა გახლდათ საქართველოს მარკეტინგის ასოციაციის დირექტორი, გაყიდვების და სერვის მარკეტინგის აღიარებული ტრენერ-კონსულტანტი. ბ-ნ ლეჟავას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მარკეტინგის მიმართულებით, იგი გახლავთ მსოფლიოში აღიარებული საბაზისო წიგნის მარკეტინგის საფუძვლების (ავტორი კოტლერი და არმსტორინგი) ქართული ვერსიის რედაქტორი. დღესდღეობით ბ-ნ ბორის (ბუბა) ლეჟავა ეწევა როგორც აკადემიურ საქმიანობას ლექციებისა და სემინარების სახით ევროპის მასშტაბით, ასევე საკონსულტაციო საქმიანობას ბიზნეს სექტორში.

ხანგრძლივიბა: 12 სთ

მიზნობრივი ჯგუფი: სერვის ორგანიზაციების დაბალი და საშუალო დონის მენეჯმენტი

მიზანი: სერვის ორგანიზაციების ხარისხის განმსაზღვრელი კომპლექსური მოდელის შესწავლა (ე.წ. მომსახურების ხარისხის ხარვეზების ”GAP” მოდელი ).

ტრენინგის განრიგი : 

1 დღე
სერვის მარკეტინგის წარმოდგენა
 
 
 
 
 
  • მომსახურების სხვადასხვა ტიპები და მომსახურების ინდუსტრიის განვითარების ტენდეციები;
  • სერვის-ორგანიზაციების მარკეტინგის დარგის აუცილებლობა;
  • ფიზიკური პროდუქტი და მომსახურება;
  •  სერვის მარკეტინგის სამკუთხედი;
  • მომსახურების მარკეტინგული კომპლექსი;
  • მომსახურების ხარისხის ხარვეზების ”GAP” მოდელი.   
 
 
მომხმარებლის მოლოდინი
  • მომხმარებლის მოლოდინი მომსახურების ხარისხის მიმართ;
  • მომხმარებლის კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მოლოდინზე;
  • სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება მომხმარებლების მოლოდინს. 
მომხმარებლის მიერ მომსახურების ხარისხის აღქმა
 
 
 
2 დღე  
  • მომხმარებლის კმაყოფილება მომსახურებით და მომსახურების ხარისხი;
  • მომსახურების ორგანიზაციასთან ”კონტაქტის” მნიშვნელობა მომხმარებლის მიერ მომსახურების შესახებ შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაში;
  • ორგანიზაციის მხრიდან მომხმარებლის აღქმაზე ზეგამვლენი სტრატეგიები. 
მომხმარებლის მოლოდინისა  და აღქმის გაგება ბაზრის კვლევის მეშვეობით
 
დღე 3
  • მომსახურების ბაზრის კვლევის ტიპები;
  • ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება-გამოყენება;
  • კომპანიის მენეჯმენტსა და მომხმარებლებს შორის კომუნიკაცია;
  • საზოგადოებასა და მენეჯმენტს შორის კომუნიკაცია.  
სერვისის განვითარება და დიზაინი
  • გამოწვევები სერვისის დიზაინში;
  •  ახალი მომსახურების განვითარების პროცესი;   
მომსახურებაზე მოთხოვნისა და მომსახურების მოცულობის მართვა
  • მომსახურების მოცულობის შემზღუდავი ფაქტორები
  • სტრატეგიის შემუშავება მიწოდების და მოთხოვნის შესაბამისობაში მოსაყვანად
  • მოთხოვნის შეცვლა, რათა მოხდეს მომსახურების მოცულობასთან შესაბამება
  • მომსახურების მოცულობის მისადაგება არსებულ მოთხოვნასთან
  • რიგების დარეგულირების სტრატეგიები.  
მთლიანი სურათი. დასკვნა
  • ხარვეზების მოდელის მთლიანობაში განხილვა;
  • ხარვეზების აღმოფხვრის ძირითადი სტრატეგიების ხელახლა განხილვა.

              
სემინარი 17–19 ნოემბერი 
 
სახელწოდება:  ”მენეჯერული აზროვნება და ორგანიზაციული ქცევა” - მულტიფაქტორული მიდგომა
 
ინსტრუქტორი: აკაკი ხელაძე, ბ-ნ აკაკი ხელაძე გახლავთ კავკასიის უნივერსიტეტის (საქართველო) და გრენობლის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) ლექტორი. იგი 2004 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას. ბ-ნ აკაკიმ დაამთავრა საქართველოს ტექიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, კავკასიის ბიზნეს სკოლის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. გარდა ამისა მან გაიარა მოკლევადიანი უმაღლესი დონის პროგრამები ნანტის უნივერსიტეტში და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში მენეჯმენტის მიმართულებით,  ამავე უნივერსიტეტში იგი ამჟამად სწავლობს დოქტურანტურაში.
აკადემიური საქმიანობის გარდა, ბ-ნ აკაკიმ მისი კარიერის მანძილზე დააგროვა  საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება, რამდენიმე წლის განმავლობაში იგი მუშაობდა ეი-ეს თელასში, რესტრუქტურიზების ჯგუფში, ასევე მრავალ ორგანიზაციებს უწევდა კონსულტაციებს სამუშაო მართვის პროცესების ოპტიმიზაციაში, ორგანიზაციული სტრუქტურის და ორგანიზაციული ქცევის ჩამოყალიბებაში. ბ-ნ ხელაძე დღესდღეობით გახლავთ კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი.
 
ხანგრძლივობა:  12 სთ
 
მიზნობრივი ჯგუფი: ადამიანური რესურსის მართვის დეპარტამენტის მენეჯერები, საშუალო და მაღალი დონის მენეჯმენტი
 
მიზანი: მენეჯერული გადაწყვეტილებებისა და ქცევის კომპლექსური ბუნების შემეცნება – გაანალიზება.
 
ტრენინგის განრიგი
 
1 დღე
შესავალი
ინდივიდუალური ფაქტორები
 
რა განასხვავებს ეფექტურ მენეჯერებს ნაკლებად ეფექტური  მნიშვნელოვანი ორგანიზაციული წარმატებისათვის, კონკრეტულად რომელ უნარებს უნდა მიენიჭოს ყველაზე დიდი ყურადღება? როდესაც ადამიანი იწყებს მუშაობას ორგანიზაციაში, მას რა თქმა უნდა გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური მახასიათებლები, რომელიც ზეგავლენას ახდენს მის ქცევაზე. ეს მახასიათებლები უფრო მეტად საყურადღებოა როდესაც ინდივიდუალური ადამიანს უწევს ქცევის გამოვლენა ორგანიზაციულ გარემოში. თანამშრომლების  ეფექტიანად  და ეფექტურად სამართავად აუცილებელია გაითვალისწინოთ ფაქტორები რომლებიც ზეგავლენს ახდენენ მის ქცევაზე. აქედან გამომდინარე ყველა ეს ფაქტორი იქნება განხილული და გაანალიზებული, როგორც დამოუკიდებლად ასევე სინთეზურად. 
  • ინდივიდუალური ქცევა და ქცევის განვითარების ეტაპები;
  • უნარები და ჩვევები;
  • უნარები და სამუშაო გარემო / სპეციფიკა;
  • სწავლა და განვითარება;
  • აღქმა და ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
  • ფაქტორები რომლებიც ზეგავლენა ახდენენ აღქმაზე;
  • აღქმა და გადაწყვეტილების მიღება;
  • · პიროვნება და ღირებულებები;
  • პიროვნული მახასიათებლები;
  • პიროვნების განსაზღვრა;
  • მოტივაციის კონცეფციები;
  •  თანამშრომლების წხალისება / დაჯილდოება;.  
2 დღე
ჯგუფური ფაქტორები
 
ინდივიდების ქცევა ჯგუფებში ბევრად განსხვავდება მათი  დამოუკიდებლად ქცევისაგან. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იმ ფაქტორების შესწავლა და ანალიზი რომლების ზეგავლენას ახდენენ ინდივიდების ქცევაზე როდესად ისინი მოქმედებენ ჯგუფებში.  ტრენინგის ამ ნაწილში განიხილება, თუ რამდენად არიან ინდივიდები  ჯგუფებში ჯგუფის წევრების ზეგავლენის ქვეშ. რა არის ჯგუფური მახასიათებლები, რას განიხილავს ჯგუფი როგორც მიღებულ ქცევის ნორმას, ჯგუფური კონფლიქტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესები. 
  • ჯგუფური ქცევის განვითარება;
  • ჯგუფის განვითარება;
  • ჯგუფის თვისებები და მახასიათებლები;
  • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
  • ეფექტური კომუნიკაცია;;
  • ლიდერობა;
  • „ბიჰევიორისტების“ თეორიები
  • ·გარემო ფაქტორები
  •  კონფლიქტები და მოლაპარაკება. 
3 დღე
ორგანიზაციული ფაქტორები
 
ისევე როგორც ჯგუფი არის უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ჯამი ინდივიდუალური წევრებისა, ორგანიზაციაც არის უფრო მეტი  ვიდრე უბრალოდ ჯამი მისი ჯგუფის წევრებისა.  ისეთი ორგანიზაციული ფაქტორები, როგორიცაა ორგანიზაციის დიზაინი; ორგანიზაციის კულტურა; ორგანიზაციის ადამიანური რესურსების პოლიტიკა და პრაქტიკა, დიდ ზეგავლენას ახდენს ინდივიდის და ჯგუფის წევრების ქცევაზე.
  • ორგანიზაციული კულტურა;
  •  კულტურული მახასიათებელბის დადგენა - ანალიზი;
  • ძლიერი  და სუსტი კულტურა;
  • გავლენა გადაწყვეტილების მიღებასა და ქცევაზე;
  • ცვლილებისა და სტრესის მართვა;
  • სამუშაო სტრესი და მისი მართვის მექანიზმები;
  • ძალაუფლება და ზეგავლენა;
 
 
 
27.10.2010 13:45

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
ზურაბ გვასალია: ”მითები ”დრაკონულ” საბანკო სისტემაზე ერთხელ და საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს”
10.06.2014 13:48
ზურაბ გვასალია: განცხადება თითქოს ბანკები ბიუჯეტში საკმარის თანხებს არ იხდიან ლოგიკას მოკლებულია
06.06.2014 19:40
ზურაბ გვასალია: ქონების თუნდაც მზარდი მაჩვენებელი წარმოადგენს კუმულაციურ ანუ წლების მიხედვით დაჯამებულ რიცხვს
20.05.2014 20:46
”საფონდო ბირჟის ხელმძვანელების მოთხოვნილი ცვლილებების ძირითადი პრინციპები აცდენილია ბაზრის მონაწილეთა ხედვას”
18.02.2014 20:17
"კერძო იპოთეკარები სახელმწიფოსგან ვალების ამოღებას ითხოვენ, თვითონ კი საშემოსავლოსაც არ იხდიან"
05.08.2013 16:11
საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების ერთობლივი განცხადება
26.07.2013 19:05
ზურაბ გვასალია: მსხვილი ბიზნესი აქტიურ ბაზაში გადავიდა, მცირე და საშუალო ბიზნესი კი ყოველთვის აქტიური იყო
19.06.2013 16:56
ზურაბ გვასალია ; " დღეს ბიზნესზე, მათ შორის საბანკო სექტორზე, არანაირი ზეწოლა აღარ ხორციელდება"
26.04.2013 15:02
ზურაბ გვასალია: საბანკო სისტემის მომგებიანობის შემცირება საკრედიტო აქტივობის შემცირებას უკავშირდება
20.04.2013 13:46
ზურაბ გვასალია: თუ ანტისაბანკო კამპანია არ შეწყდა, სექტორი შესაძლოა სერიოზული რყევების საშიშროების წინაშე დადგეს
15.04.2013 19:01
User
Password
   

 

 

 გიორგი ცუცქირიძე: მორატორიუმი არ ეკონომიკურად და არც სამართლებრივად გამართლებული არ არის

გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ უნდა გვქონდეს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ხედვა

 
 
 
 
 






  
 
  
 

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33

„თიბისი ბანკი“ პარტნიორი ავტოკომპანიების ქსელს აფართოვებს.

ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01

26 მაისს დაგეგმილ დავით ყიფიანის თასის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით ვითიბი ბანკმა დიღმის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>