abg.org.ge

  

უკრაინის საბანკო საზოგადოების განცხადება, Ukrainian bankers appeal
for support
to foreign colleagues

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 





  





 

 


















  


  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში იხილეთ ვაკანსიების დირექტორიაში
გიორგი ცუცქირიძე: ბიზნეს აქვს თავისი დაუწერელი კანონები, რომელიც ინვესტორთა ქცევაშიც ვლინდება.

პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს იკვეთება სხვადასხვა, ხშირად ურთიერთგამორიცხავი შეფასებები. მე არ მინდა ამ საკითხების არც დრამატიზირება და არც აღმატებულობის ხარისხში საუბარი. თუ ჩვენ გვსურს ვიყოთ შედარებით ობიექტურები, ამ თემაზე ყოველგვარი ინსიუნაციები უნდა გამოირიცხოს.

ბიზნეს აქვს თავისი დაუწერელი კანონები, რომელიც ინვესტორთა ქცევაშიც ვლინდება. არც ერთი სერიოზული ინვესტორი რომელიც აპირებს გრძელვადიან კაპიტალდაბანდებებს, მით უმეტეს შედარებით არამდგრადი ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის ქვეყანაში, გადაწყვეტილებას მხოლოდ ემოციებით არ იღებს. არასტაბილური და გაურკვეველი მომავლის განცდა არის ყველაზე არასასურველი ფაქტორი, რომელიც სწორედ რომ გრძელვადიან ინვესტიციებს აკავებს.

სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გნებავთ კოჰაბიტაციის ჰორიზონტალის პრინციპებიდან გამომდინარე, არის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციის და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.

მიმაჩნია, რომ მიუხედავად წლის დასაწყისში საბანკო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები, რომელიც თუნდაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში გაცილებით მაღალია, კიდევ უფრო უკეთესი შეიძლება ყოფილიყო. ძალიან კარგია, როდესაც წლის პირველი ორი თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა, რაც იანვრის მიხედვით 13 მლნ ლარს, ხოლო იანვარი-თებერვალიის მაჩვენებლით 42 მლნ ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც გასულ წლის პირველ თვეს სულაც 7,5 მლნ ლარს ზარალით აღინიშნა, ხოლო იანვარი თებერვალი მხოლოდ 4,6 მლნ ლარის მოგებით. მაგრამ ცუდია, რომ მიუხედავად მოგების ამ მაჩვენებლებისა, საბანკო აქტივები თებერვლის დასაწყისში თუნდაც გასული წლის ბოლოსთან შედარებით 193 მლნ. ლარით არის შემცირებული, რაც დიდწილად პასივების, კერძოდ კი დეპოზიტების 265 მლნ. ლარით შემცირების შედეგია.

ნიშანდობლივია, რომ ვალდებულელების გრაფაში, რაც აქტივების დაფინანსების და ზრდის მთავარ მამოძრავებელი წყაროს შეადგენს, ერთის მხრივ იურიდიული პირების ვადიანი დეპოზიტების მოცულობის და მეორეს მხრივ ნასესხები სახსრების შემცირების შედეგია. ეს შემცირება უპირველესად მსხვილ ბიზნესზე მოდის. სწორედ მსხვილ ბიზნეს ახასიათებს გაცილებით მაღალი ინერცია სიტუაციური ანალიზის თვალსაზრისით, რადგან სიტუაციის არაპროგნოზირებული ცვლა, მაშტაბებიდან გამომდინარე, მას უფრო მეტ ზარალს მოუტანს, ვიდრე, ვთქვათ მცირე ბიზნესის შემთხვევაში. შესაბამისად, მსხვილი ბიზნესი გაცილებით მეტს რისკავს.

აქედან გამომდინარე, ბანკების პასივების ნაწილში ფულადი სახსრების შემცირება, მიუხედავად ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტებს ზრდისა, რაც მართლაც რომ მოსახლეობის მხრიდან პოზიტიური მოლოდინის თავისებური ინდიკატორია, სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული და არა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების შემცირებით.

მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შეიცვლება. ჯერ ერთი ბანკების აქტიურობა ამ დროს უფრო იზრდება, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და მეორეს მხრივ თავად მსხვილი ბიზნესი უფრო აქტიურად იყენებს ახალი ფონდირების წყაროებს. ამის დადასტურებაა თუნდაც თი ბი სი ბანკის მიერ ახალი 50 მლნ -იანი საკრედიტო ხაზის მიღება აზიის განვითარების ბანკისაგან.

გარდა ამ ფაქტორებისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ უახლოეს პერიოდში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან სახელმწიფო ტენდერების გააქტიურება, და მეორეს მხრივ, მთავრობის მიერ ინიცირებული ფონდების საქმიანობის ამოქმედება, სადაც საბანკო სექტორს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს და რაც მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობის განცდა, ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ დადებითად წაადგება.

22.03.2013 16:58

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
საქართველოს ბანკების ასოციაციის განცხადება
16.06.2015 21:37
ზურაბ გვასალია: კომერციული ბანკების რეპუტაციული რისკის ზრდა მთლიანად აისახება ქვეყნის საფინანსო სექტორზე
21.05.2015 21:06
გიორგი ცუცქირიძე: „მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილიზაცია შეუძლებელია"
12.05.2015 10:28
გიორგი ცუცქირიძე: რეფინანსირების სესხები ემსახურება ლიკვიდობის მართვას და უშვებს ფულს ეკონომიკაში
17.04.2015 19:27
გიორგი ცუცქირიძე: თუ ჩვენც გვინდა გვქონდეს წარმატებული ეკონომიკა ინსტიტუციონალიზაციაში მაინც მივბაძოთ ”ბებერ ევროპას”.
09.04.2015 11:49
ზურაბ გვასალია: დღეს საბანკო კრიზისის არანაირი საფუძველი არ არსებობს”
25.02.2015 12:15
ზურაბ გვასალია: „ზოგჯერ ექსპერტულ თვალსაზრისს არაფერი აქვს საერთო არსებულ რეალობასთან“
17.02.2015 13:36
ზურაბ გვასალია: საბანკო სექტორმა ბოლო ორ წელიწადში ბიუჯეტში 300 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა
17.02.2015 13:31
ზურაბ გვასალია: ”მითები ”დრაკონულ” საბანკო სისტემაზე ერთხელ და საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს”
10.06.2014 13:48
ზურაბ გვასალია: განცხადება თითქოს ბანკები ბიუჯეტში საკმარის თანხებს არ იხდიან ლოგიკას მოკლებულია
06.06.2014 19:40
User
Password
   

გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ უნდა გვქონდეს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ხედვა

 




 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 15:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 15:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>