abg.org.ge

  

 გიორგი ცუცქირიძე: მომავალში საკრედიტო აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება

English
საიტის რუკა | კონტაქტი
საბანკო საქმის მასტერკლასი
Masterklass in Banking
 
Tel: 93 43 76


  

  





 

 





















TOP.GE

    

მიმდინარე ვაკანსიები არის გამოცხადებული შემდეგ ბანკებში: საქართველოს ბანკში, ბანკ რესპუბლიკაში, ბანკ კონსტანტაში, თი ბი სი ბანკში, პროკრედიტბანკში, ლიბერთი ბანკში, ვი-თი-ბი ბანკში, პროკრედიტბანკში, ბაზის ბანკში, ტაო პრივატბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალში,  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფონდ კრედოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკროკრედიტში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ რუბრიკაში-ვაკანსიები

კომერციული ბანკების მიმდინარე ტენდენციები, 2010 წლის 1 ივნისის მდგომარეობით

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

2010 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 90.2 მლნ ლარით, ანუ 1.0 პროცენტით გაიზარდა და 8807.5  მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1539.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.5 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.2 პროცენტი შეადგინა.

მაისი, ისევე როგორც წინა თვე, საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მოგებამ თვის შედეგებით 4.4 მლნ ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 28.8 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 78.4 პროცენტი  მიაღწია.

საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 5.6 მილიარდ ლარს მიაღწია

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 1.7 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მლრდ ლარს მიაღწია. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 5.0 პროცენტით, ანუ 68.3 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 0.6 პროცენტით, ანუ 23.0 მლნ ლარით.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2010 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 662.5 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.1 პროცენტით ანუ 25.9 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.6 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.0 პროცენტით ანუ 24.5 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.4 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.2 პროცენტით ანუ 17.9 მლნ ლარით გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 23.7 პროცენტს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 ივნისისათვის 765.5 მლნ ლარით განისაზღვრა (2.3 პროცენტით ანუ 16.9 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.0 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 356.7 მლნ ლარია (3.6 პროცენტით ანუ 12.6 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 81.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2010 წლის მაისის განმავლობაში  1.9 პროცენტით ანუ 38.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 ივნისისათვის  2.1 მლრდ ლარს მიაღწია.

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

საბანკო სექტორში  განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 ივნისისათვის 3.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 0.3 პროცენტით ანუ 10.9 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის 1 მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების ზრდას 40.1 მლნ ლარით ანუ 3.1 პროცენტით.

დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 7.9 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.0 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  7.5 პროცენტს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 77.4 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 21.2 პროცენტს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.ge/  

01.05.2010 15:21

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
მომავალში საკრედიტო აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება
23.08.2010 18:05
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 1 ივლისის მდგომარეობით
30.07.2010 13:23
გიორგი ცუცქირიძე: საგადასახადო კოდექსის მთავარი ეფექტი ინტერესთა ბალანსია
09.07.2010 18:55
ზურაბ გვასალია: ლარის გაუფასურების შანსები ძალზე დაბალია
09.07.2010 18:38
"თიბისი ბანკი" ანზორ ქოქოლაძეს სისტემატურ თავდასხმაში ადანაშაულებს
29.06.2010 20:53
კომერციული ბანკების მიმდინარე ტენდენციები, 2010 წლის 1 ივნისის მდგომარეობით
01.05.2010 15:21
“საქართველოს ბანკი” ავტო და სამომხმარებლო სესხებზე მომხმარებელს განახლებულ პირობებს სთავაზობს
28.04.2010 15:58
„ლარიზაცია“ რეალურად მიღწევადია“
27.04.2010 14:45
„ჩვენ თვითონ უფრო დავდივართ კლიენტებთან, ვიდრე ისინი ჩვენთან“
16.04.2010 11:56
<<საქართველოს ბანკი>> მომხმარებელს იპოტეკურ და ავტოსესხებს ახლა უკვე ლარში სთავაზობს
13.02.2010 12:23
User
Password
   
 
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33

„თიბისი ბანკი“ პარტნიორი ავტოკომპანიების ქსელს აფართოვებს.

ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01

26 მაისს დაგეგმილ დავით ყიფიანის თასის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით ვითიბი ბანკმა დიღმის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

თბილისის მერიასა და ბაზისბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა
27.04.2010 15:55
ბაზისბანკი ჩაერთო თბილისის მერიის  პროექტში „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“.
“სოსიეტე ჟენერალი” ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის
19.11.2009 11:55

მსოფლიო საბანკო ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე “სოსიეტე ჟენერალი” დღეს ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის

„ბაზის ბანკი-ს“ „სასარგებლო იპოთეკა“ წარმატებით სარგებლობს
19.11.2009 11:53

„ბაზის ბანკს“  ახალი პროდუქტის, „სასარგებლო იპოთეკის“ გამოშვების შემდეგ მოთხოვნა გაეზარდა.

"ბანკმა ვეტებემ" გაზარდა დოკუმენტურ ოპერაციებზე ლიმიტი.
05.11.2009 17:43
"ბანკმა ვეტებემ" 2,5–დან 10 მლნ. აშშ დოლარამდე გაზარდა ლიმიტი დოკუმენტური ოპერაციების (აკრედიტივები, გარანტიები) განსახორციელებლად.
`"თიბისი ბანკმა" საპროცენტო განაკვეთები ომამდელ ნიშნულს დაუბრუნა
23.10.2009 17:29

ბანკი საკრედიტო ბაზარზე აქტიურობას აძლიერებს და სესხებზე პროცენტების მკვეთრად დაწევასთან ერთად სესხების პირობების გამარტივებაც დაიწყო.

HSBC ფიზიკური პირების დაკრედიტებას განაახლებს
16.10.2009 12:22

უმსხვილესი ბრიტანული ბანკის “ეიჩ ეს ბისის” ქართულმა შვილობილმა ბანკმა გადაწყვიტა, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა განაახლოს.

"ტაოპრივატბანკი" ბორჯომში სერვის–ცენტრს ხსნის
16.10.2009 12:19

უკრაინის საბანკო სივრცის ლიდერი ბანკი “პრივატბანკი” საქართველოში 2007 წლის მაისში შემოვიდა

 1  2  3  4  5  6  7  8  9  >> >>>